კომპანია კლიმატი გთავაზობთ იტალიური წარმოების უმაღლესი ხარისხის გაზზე მომუშავე ჩილერებს. აღნიშნული დანადგარები უზრუნველყოფენ მაღალ ეფექტურობას. მუშაობენ ბუნებრივ აირზე (მეთანი ან LPG - თხევადი აირი). ელექტრონული ტექნოლოგია სიმძლავრის მოდულაციის ინვერტორთან ერთად უზრუნველყოფს სასურველ კლიმატს მთელი სეზონის განმავლობაში და მოთხოვნილი დატვირთვის დროს მუდმივ ეფექტურობას (მოქმედ კოეფიციენტს), ასეთი პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული აგრეგატების ექსპლუატაციის ღირებულება მომგებიანია.
ფუნქცია: გაგრილება, გათბობა და ცხელი სანიტარული წყალი.
SYBCT მოდელი: გაზის კომპაქტური აგრეგატები ორმაგი ეფექტით, ინვერტორის მეშვეობით სიმძლავრის მოდულაციით, კონდიცირება-გათბობისთვის.
გაგრილების სიმძლავრე: 16 კვტ, 23 კვტ, 70 კვტ, 115 კვტ.
გათბობის სიმძლავრე: 16 კვტ, 23 კვტ, 70 კვტ, 115 კვტ.
აგრეგატის კვების წყარო - ბუნებრივი აირი (მეთანი) ან თხევადი აირი: აგრეგატის უპირატესობა - დაბალი ენერგომოხმარება.
სიმძლავრის გამა (16-23-70-115 კვტ) განკუთვნილია საყოფაცხოვრებო, კომერციული და სამრეწველო ობიექტებისთვის.
სიმძლავრის მუდმივი მოდულაცია 100% დან - 20% მდე , სითბური დატვირთვის საფუძველზე.
ასეთი კომპაქტური დანადგარი უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას, დაბალ ხმაურს, ვიბრაციის არ არსებობას, მონტაჟის სიმარტივეს, ლამაზ დიზაინს, მცირე ზომებს.
კომპანია კლიმატი გახლავთ EBRD ( ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ) BAS - პროგრამის აკრედიტებული კონსულტანტი საინჟინრო კვლევების და ენერგო ეფექტურობის საკითხებში.
გაზზე მომუშავე ჩილერები |
"კლიმატი" - დედამიწის მეგობარი კომპანია ! |